logo_geo
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებს არ შეეხება
- +

26 ნოემბერი. 2020. 15:17

 

 

საქართველოში კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებასაც შეეხო, თუმცა ეს შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში არ იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, რომლის შემდეგაც დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

 

კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

 

მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

 

 

big_banner
არქივი