„პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. განათლების მინისტრმა ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე ამ სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სიტუაციიდან გამომდინარე, მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება მედიცინის აკადემიური პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, - აღნიშნა ჩხენკელმა.