დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ოთხსართულიან შენობას გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველებმა 20-მდე მოქალაქე შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ოთხმა მოქალაქემ მიიღო მსუბუქი ინტოქსიკაცია.