logo_geo
ბექა ლილუაშვილი: აუცილებელია, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - ბიზნესს ეკონომიკური წნეხი უნდა შევუმსუბუქოთ
- +

26 ნოემბერი. 2020. 22:59

 

 

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მძიმეა, მაგრამ მართვადი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

„აუცილებელია, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილებიც. ბიზნესს ეკონომიკური წნეხი უნდა შევუმსუბუქოთ. რა თქმა უნდა, როგორც შეზღუდვებს, ისე გლობალურ პანდემიას ექნება დარტყმა ეკონომიკაზე.

 

ვხედავდით, რომ ეპიდემიოლოგიური მართვის პროცესები იყო კარგი, თუნდაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, პოლიტიკური პროცესების გააქტიურებამ კი პროცესების დამძიმება გამოიწვია, ამიტომ აუცილებელი გახდა დამატებითი შეზღუდვების შემოღება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი