logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა 3 პაციენტი
- +

26 ნოემბერი. 2020. 23:52

 

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. ამ პერიოდში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

ბოლო მონაცემებით,  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5732 -მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3 661-ს შეადგენს, ხოლო ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში  62 კოვიდ-ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს.

 

 

 

big_banner
არქივი