გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. ამ პერიოდში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5732 -მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3 661-ს შეადგენს, ხოლო ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში 62 კოვიდ-ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს.