logo_geo
თბილისში კორონავირუსის 1 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

27 ნოემბერი. 2020. 11:23

 

 

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში - 664, იმერეთში - 648, ქვემო ქართლში - 319, შიდა ქართლში - 259, გურიაში - 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 385, კახეთში - 280, მცხეთა-მთიანეთში - 128, სამცხე-ჯავახეთში - 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 724, აჭარაში - 1 020, იმერეთში - 1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 154, იმერეთში - 226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 49, იმერეთში - 45“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

big_banner
არქივი