პანდემიით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ფიზიკურად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა, ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი.
„ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.