logo_geo
პაატა იმნაძე: ხომ შეხედეთ, როგორ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები, ჯომოლუნგმაზე ავდივართ
- +

27 ნოემბერი. 2020. 14:40

 

 

„შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები, ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

აღნიშნული კომენტარით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადასული ვართ სპირალის ეტაპზე, რას ნიშნავს ეს ეტაპი?“

 

„ამას ხომ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოველდღე ვაქვეყნებთ, დღესაც იქნება, ხომ შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ.

 

შეზღუდვების გაფართოებით, პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ ჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

big_banner
არქივი