logo_geo
ავტობუსების მუშაობის შეჩერების მიუხედავად, „ბასლეინებზე“ მოძრაობა არ შეიძლება
- +

27 ნოემბერი. 2020. 15:12

 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში 28 ნოემბრიდან თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები არ შედის, შესაბამისად, რეგულაცია ძალაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს „ბასლეინის“ გადაკვეთა კვლავინდებურად არ შეეძლებათ.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ექვემდებარება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი