logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

27 ნოემბერი. 2020. 22:51

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 66 პირს დაუდასტურდა.  ამავე პერიოდში გარდაიცვალა  კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი.

 

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში 79 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 671. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი  5 798-ს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი