logo_geo
აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია
- +

28 ნოემბერი. 2020. 22:13

 

 

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ასეთი იყო ყვავილი, ასეთია პოლიომელიტი, რომელიც ჩვენს ბებიებს ახსოვთ და ჩვენ აღარ გვახსოვს, თუმცა გაცილებით საშიში დაავადება იყო, ვიდრე ჩოვიდ19. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში ჩააგდო მსოფლიო COVID19-მა და შესაბამისად, ვაქცინა, რომელიც შეძლებს COVID19-ის კონტროლს, (ძალიან იმედის მომცემი პროგნოზებია სამ ვაქცინასთან მიმართებით, კიდევ ბევრი ვაქცინაა ჩაშვებული კვლევის ბაზაზე) მეტყველებს, რომ მათი ეფექტიანობაც მაღალი უნდა იყოს და არ უნდა ჩანდეს, რომ მას მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ჰქონდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინა და ამას იზიარებს მსოფლიოს მეცნიერთა 99%.

 

„მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს - ან ეკონომიკის, ან ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი