logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა
- +

29 ნოემბერი. 2020. 11:04

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 230 შემთხვევა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 721 პირი.

 

 

big_banner
არქივი