logo_geo
ეთერ კაკულია დღეს 78 წლის გახდებოდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 02:51

 

 

1942 წლის 29 ნოემბერს დაიბადა მომღერალი, პედაგოგი, ფილოლოგი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების საპატიო წევრი (1978), ფოთის საპატიო მოქალაქე (1988), საქართველოს სახალხო არტისტი (1989), ღირსების და პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენების კავალერი, ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი (2013), ქართული სიმღერის დედოფალი (2015) - ეთერ კაკულია.

 

ეთერ კაკულია სწავლობდა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის ნიჭიერთა ათწლედი ფორტეპიანოს სპეციალობით. სკოლის დამთავრების შემდეგ 1960-1965 წლებში სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

 

 სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს იწყებს ის პროფესიონალურ სცენაზე ასვლას, მალევე ქ-ნი ეთერი ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხატვრული ანსაბლის სოლისტი. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. 1965 წელს ის ხდება ტექნიკური უნივერსიტეტის სოლისტი, 1968 წელს კი უკვე ანსამბლ „რეროს“ მთავარი სოლისტია. 1972 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა ვოკალურ-ინსტუმენტული ანსაბლი „რერო“ და მამის ირაკლი კაკულიას დაჟინებული თხოვნით პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანული ენის კათედრაზე. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ის აქტიურ მუსიკალურ კარიერას არ ჩამოცილებია. 1978 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა უნივერსიტეტი. 1982 წელს ეთერ კაკულიას შესთავაზეს საქართველოს რადიომაუწყებლისა და ტელევიზიის სახელმწიფო ორკესტრის სოლისტობა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, ათი წლის განმავლობაში ის ორკესტრთან ერტად ატარებდა კონცერტებს: საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინაში, საბერძნეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში. 1992 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა საქართველოს რადიომაუწყებლისა და ტელევიზიის სახელმწიფო ორკესტრის სოლისტობა. 2010-2014 წლებში ეთერ კაკულიამ, სხვა მომღერლებთამ (თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე და სხვები) ერთად, კონცერტებით მოიარა სრულიდ საქართველო.

 

2014 წელს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა ეთერ კაკულიას ვარსკვლავი. მომღერალი 2015 წლის 26 ივნისს უკურნებელი სენით გარდაიცვალა. ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა  ახალ პანთეონში დაკრძალავენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭა.

 

 

 

big_banner
არქივი