logo_geo
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა
- +

1 დეკემბერი. 2020. 21:19

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა.

 

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა) 37 მუნიციპალიტეტში 325 700 ჰექტრამდე ფართობი დაამუშავა, მათ შორის თერმული ნისლით – 231 000 ჰა, ცივი შესხურებით – 48 900 ჰა სიმინდის მასივი, 45 800 ჰა – სოფლისა და ტყის პერიმეტრი“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი