logo_geo
La Mano de Dios - მარადონას ლეგენდარული სიმღერა კუსტურიცას ფილმიდან
- +

2 დეკემბერი. 2020. 00:34

 

 

25 ნოემბერს მსოფლიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ შეიტყო.. მსოფლიოს მასშტაბით არგენტინელის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმაურება და მის გარშემო არსებულ უამრავ ფაქტს იხსენებენ.

 

ჩვენ კი გთავაზობთ დიეგო მარადონას ლეგენდარულ სიმღერას ემირ კუსტურიცას ფილმიდან. კუსტურიცამ ფილმი 2008 წელს გადაიღო.

 

ფილმი მოგვითხრობს დიეგო მარადონას ცხოვრების შესახებ. ქრონოლოგიური პრინციპი არაა დაცული. ცალკეა გაშუქებული ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, ოჯახი, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, პოლიტიკური თვალსაზრისი და სხვა დეტალები.

 

სიმღერაში დიეგო თავის თავზე მღერის, მისამღერში კი მკაფიოდ ისმის "ოლე ოლე დიეგო."

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

 

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი