logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ხვალიდან, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კოვიდ-ინფიცირებულების გამოვლენა, მოკლე დროში მოხდება
- +

2 დეკემბერი. 2020. 20:28

 

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხვალიდან ინტენსიური ტესტირება დაიწყება და დღეში დაახლოებით 20-24 ათასი რაოდენობის ტესტი ჩატარდება.

 

"თუ დღემდე ტარდებოდა 10-12 ათასი ტესტირება, რაც იყო საშუალო ევროპული მაჩვენებელი, ხვალიდან დაიწყება ტესტირება დაახლოებით 20-24 ათასის რაოდენობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოკლე დროში მოხდება, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით კოვიდ-ინფიცირებულების გამოვლენა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ დროულად მაქსიმალური რიცხვი ინფიცირებულებისა, მოვახდინოთ მათი იზოლაცია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი