ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, თბილისი - ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.