logo_geo
თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაიღუპა
- +

2 დეკემბერი. 2020. 22:00

 

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, თბილისი - ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი  სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი