logo_geo
წლების წინ მომხდარი საზარელი ტრაგედია, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორის ცოლი, დედა და სიდედრი ემსხვერპლა
- +

2 დეკემბერი. 2020. 22:03

 

 

 

ტრაგიკული შემთხვევა 18 წლის წინ ბათუმიდან თბილისისაკენ მომავალ გზაზე, ფოთის ხეივანში მოხდა. საჭეს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მართავდა, მანქანაში იჯდა გიო და თეონა. ავარიის შედეგად თეონა გარდაიცვალა, მას პატარა ვაჟი ლუკა დარჩა. გიო მგელაძეც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თეონას დედამ ვერ გაუძლო ტრაგედიას და თავი მოიკლა (ფანჯრიდან გადახტა), ხოლო დედამთილი პანაშვიდებზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

6 წლის წინ, ნინია კაკაბაძის მიერ გამოქვენებულ პოსტში ვკითხულობთ:

 

15 წლის წინ 4 სექტემბერს ავარიაში მოვხვდით. ეს დღე ჩემს თავში და თვალებში იმდენჯერ დატრიალდა, რამდენი დღეც გავიდა მას შემდეგ. რაღაც დეტალებს მაინც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ფოთის ის ხეივანი სულ თვალ წინ მაქვს.

 

სენაკის მიგდებულ და დაცარიელებულ საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ფეხშიშველი და სისხლებში ამთხვრილი დავდიოდი საავადმყოფოს ცარიელ და ბნელ დერეფნებში და თეონას ვეძებდი (არ ვიცოდი მისი გარდაცვალების ამბავი). ამ სცენას ხშირად ვხედავ სიზმარში, ოღონდ სიზმარში ვპოულობ. ცოცხალია და ისევ ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე.

 

მაშინ ვფიქრობდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ, ნეტავ მე მომკვდარიყავი და თეონა ცოცხალი ყოფილიყო. ჩემზე გაცილებით მეტს შეძლებდა ლუკასთვისაც და ზუკასთვისაც, ყველასთვის ვინც გადარჩა და გადარჩებოდა. ყველაზე მაგარი, ერთგული, ძლიერი, თავდადებული იყო!“- წერდა ნინია.

 

„რომ დავქვრივდი, ძალიან დიდხანს თეონაზე ვერაფერს ვამბობდი. თეონა ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ „დაუნ“ (ქვევით) - არა, „(ზევით)“ - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში. რეჟისორი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი