logo_geo
მევლუთ ჩავუშოღლუ: NATO-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
- +

2 დეკემბერი. 2020. 22:38

 

NATO-ს  მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

 

მინისტრი აღნიშნავს, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იყო შავ ზღვაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

 

 

big_banner
არქივი