logo_geo
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კეთილშობილი ირმის რაოდენობა გაორმაგდა
- +

2 დეკემბერი. 2020. 23:51

 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

 

„სექტემბერ-ოქტომბერი ირმის „მყვირალობის” პერიოდია. ამ დროს, ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს.

 

მყვირალობის პერიოდში, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი