ქუთაისში ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი, 54 წლის მარინე გოდუაძე, კორონავირუსით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექთანმა სპეციალური ეკიპირებით აღჭურვა ვერ მოასწრო და ისე უმკურნალა პაციენტს, რის გამოც დაინფიცირდა.
მედიკოსს თანმხლები დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.