კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 4 327 შემთხვევაა აღრიცხული.
ეპიდემიოლოგებმა ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი გამოავლინეს.
რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ამ დროისთვის ახმეტაში - 313 კოვიდინფიცირებულია, თელავში -1196, ყვარელში - 358, ლაგოდეხში - 597, გურჯაანში - 828, სიღნაღში - 254, დედოფლისწყაროში - 360 და საგარეჯოში - 421.
დღის განმავლობაში ვირუსი 107-მა პაციენტმა დაამარცხა, საერთო ჯამში კი 2,001-მა.
ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსს 29 პაციენტი ემსხვერპლა.