logo_geo
კახეთში კოვიდ-ინფიცირების 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:12

 

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში რეგიონში კოვიდ-ინფიცირების 4 327 შემთხვევაა აღრიცხული.

ეპიდემიოლოგებმა  ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი გამოავლინეს.

 

რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ამ დროისთვის ახმეტაში - 313 კოვიდინფიცირებულია, თელავში -1196, ყვარელში - 358, ლაგოდეხში - 597, გურჯაანში - 828, სიღნაღში - 254, დედოფლისწყაროში - 360 და საგარეჯოში - 421.

 

დღის განმავლობაში ვირუსი 107-მა პაციენტმა დაამარცხა, საერთო ჯამში კი 2,001-მა.

 

ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსს 29 პაციენტი ემსხვერპლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი