logo_geo
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე გადასვლას 10 დეკემბრამდე ზღუდავს
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:43

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადასვლა 10 დეკემბრამდე შეიზღუდება.

უფრო კონკრეტულად, ენგურის ხიდზე გადასვლა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც აფხაზური დოკუმენტები აქვთ და ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ასევე, ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აუცილებელია გადასვლის მსურველებს ჰქონდეთ საქართველოში გაცემული ცნობა „კოვიდ-19“-ზე უარყოფითი პასუხით.

 

გადასვლა შესაძლებელი იქნება დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი