logo_geo
მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე საშიში წყარო დაადგინეს
- +

3 დეკემბერი. 2020. 10:57

 

 

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთსა და იმავე ოჯახის წევრებში კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ „Science-ში გამოქვეყნდა.

 

COVID-19 -ით ინფიცირების ყველაზე დაბალი ალბათობა სამედიცინო დაწესებულებებშია, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. როგორც ნაშრომის ავტორები ამბობენ, რაც უფრო მჭიდროა კონტაქტი, მით მეტია კორონავირუსიით ინფიცირების შანსი. რისკი უფრო დაბალი აღმოჩნდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კვებისა და გასართობ ადგილებში, ვიდრე ნათესავების ფართო წრესთან ურთიერთობისას.

 

ოჯახის წევრები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ინფიცირების უდიდესი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მეცნიერები შესაძლო მიზეზად თვითიზოლაციის დროს ხშირ კონტაქტებს ასახელებენ. ამავდროულად, კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთ სახლში გატარებული ყოველი დღე დაავადების გადაცემის ალბათობას 10%-ით ზრდის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი