logo_geo
დღე-ღამეში, ანტიგენით ტესტირების შედეგად, კოვიდ-ინფიცირების 1 400 შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 12:44

 

 

„გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ინტენსიური ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის, 1 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ტესტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველი კონტაქტია ოჯახის ექიმი. მისი რჩევით, მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ეს შეიძლება იყოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, საოჯახო მედიცინის ცენტრი, პოლიკლინიკა. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე. მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი, ისევე, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ხდება. დღეს პაციენტი პასუხს სწრაფად იღებს და ხშირ შემთხვევაში, იქვე უჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს. გუშინ ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა 112-ში. ამ შემთხვევაში, 112-ში დარეკვა საჭირო არაა, ოჯახის ექიმთან კომუნიკაციაა აუცილებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ანტიგენის ტესტი ვირუსს აქტიურ ფაზაში ავლენს. აღნიშნული ტესტირებისას, ბიოლოგიურ მასალას ცხვირიდან იღებენ და პასუხისთვის 20-30 წუთია საჭირო.

 

მისივე განცხადებით, 3 დეკემბერს ანტიგენით და PCR ტესტებით ტესტირებულთა რაოდენობამ 17 ათასი შეადგინა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი