logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა, პერსონალი არ არის საკმარისი
- +

4 დეკემბერი. 2020. 22:04

 

 

„ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა, პერსონალი არ არის საკმარისი„- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

"მას შემდეგ, რაც დაიწყო დრამატული ზრდა შემთხვევების, პრობლემებმა იმატა. საქართველო თავის სერიოზულ წარმატებას მკურნალობისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის კუთხით აღწევდა სწორედ კარგი მოვლის ხარჯზე. როდესაც სამედიცინო პერსონალი თავს ევლებოდნენ პაციენტებს, ასეთი საჩივრები არ იყო. ახლა ამან იმატა, ალბათ, ამას აქვს საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხელმისაწვდომი რესურსებით, რომ ეს არ დავუშვათ. საფუძველი ერთადერთია - გადატვირთვა და არასაკმარისი რაოდენობა ადამიანების,"- განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი