logo_geo
იმერეთში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი
- +

4 დეკემბერი. 2020. 23:24

 

 

იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტის გაკეთება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს ყველა საკითხი, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

 

„სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 ადგილზე იქნება შესაძლებელი. გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ერთობლივ ეფექტურ მუშაობას უკავშირდება, რათა ტესტირება ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი როგორც დროის თვალსაზრისით, ასე ტერიტორიულად“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

მთავრობის მიერ „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

big_banner
არქივი