logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: მე დავუჯერე ამერიკელებს და არ დავუჯერე ჯანმო-ს
- +

5 დეკემბერი. 2020. 02:36

 

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  აცხადებს, "რემდესივირის" გადასხმის შედეგით კმაყოფილია, თუმცა პრეპარატის გამოყენებას ამ ეტაპზე, რეკომენდაციას მაინც არ უწევს.

 

„"რემდესივირი" სახელმწიფოს არ შემოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიბრძვი უკვე რამდენიმე თვეა მის შემოსატანად, არ შემოიტანეს. მოწინააღმდეგეები იყვნენ, იყო განსხვავებული აზრი ექსპერტების, რომლებიც ამბობენ, რომ "რემდესივირი" არ არის ეფექტური. ჯანდაცვის მინისტრი ახლა გადმოიხარა, რომ შემოიტანოს, მაგრამ ყოყმანობდა გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ჩემზე არანაკლები კვალიფიკაციის ექსპერტები ამბობდნენ, რომ არ იყო ეფექტური. ობიექტური საფუძველი გვქონდა მეც და იმათაც. მე დავუჯერე ამერიკელებს, არა ჯანმო-ს და ვიმკურნალე ამით. მინდა იცოდეთ თქვენ, რომ არსებობს ჯანმოს მხარე, რომლებიც ამბობენ, რომ რემდესივირი არ არის ეფექტური. მე მაინც ვიმკურნალე, ვიყავი ორმაგად რისკის-ჯგუფი, ჯერ ერთი 70 წელს გადაცილებული და მეორე, მე მაქვს მძიმე დაავადება, ასეთი პაციენტები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან კოვიდის დროს. ჩემთან პირველი 4 დღე წავიდა იმუნიტეტის ძალიან სერიოზული გაუარესება და ჩამოვიდა მაჩვენებლები კრიტიკულ დონემდე, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მემკურნალა. საქართველოში სამწუხაროდ, ვერ შემოვიტანეთ, არ იყო და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. არ მინდა გავუწიო პროპაგანდა, არ მინდა გავაკეთო დასკვნები, რომ მერე ვიღაცა არ დარჩეს იმედგაცრუებული. ეს იყო ერთი შემთხვევა და ჯერჯერობით, ერთადერთი, ჩემზე მედიკამენტმა იმუშავა ძალიან ეფექტურად, იმუნიტეტმა დაიწყო გაუმჯობესება და 5 დღეში დაუბრუნდა საწყისს მდგომარეობას, მაგრამ მე არ ვიცი, ეს იყო დამთხვევა, თუ ეს იყო მედიკამენტის ეფექტი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი