logo_geo
პატარა ქურდის ამაღელვებელი წერილი
- +

4 აპრილი. 2017. 20:50



ამერიკელი ქალი მერი კრისი ეძებს ბიჭს, რომელმაც მას მუსიკალური საკიდი მოჰპარა, მაგრამ ეძებს არა ნივთის დასაბრუნებლად ან „ქურდის" დსასჯელად, არამედ პირიქით, მის გააცნობად. „ქურდმა" ქალს ამაღელვებელი წერილი და 5$ დაუტოვა.


წერილში წერია:

 

„ბოდიშით, რომ მოვიპარეთ საკიდი. ჩვენი დედა გარდაიცვალა, რომელსაც ძალიან უყვვარდა პეპლები და ჩემმა პატარა დამ აიღო თქვენი საკიდი, რომ ჩვენს ფანჯარაზე ჩამოვკიდოთ. ბოდიშით. გიტოვებთ მთელ ფულს რაც მე და ჩემს დას გვაქვს. გეხვეწებით, არ გაბრაზდეთ ჩვენზე. ჯეიკი"


წერილის მიღების შემდეგ, ბიჭის საპოვნელად მერიმ სოციალურ ქსელში სტატუსად დაწერა:


-„ჯეიკ, მე არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შეგიძლია მოხვიდე და შენი ფული წაიღო. ასეთი საკიდი სამი მქონდა, მე კიდევ ერთს გაჩუქებ, რომ შენც დაკიდო დედიკოს საყვარელი პეპელა შენი დასავით ფანჯარაზე. სულაც არ ვბრაზობ. ასე რომ გეხვეწები, მოდი ჩემთან".

 


მერიმ მეგობრებს სთხოვა და 150 ადამიანმა გადააზიარა მისი სტატუსი, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ამ ისტორიით მედია დაინტერესდა და და ქალთან ინტერვიუებიც ჩაწერეს. კითხვაზე-ხომ არ უწყობს ის ხელს „პატარა ქურდების" შეგულიანებას? მერიმ ამერიკულ ტელეარხს Q13 News უპასუხა:


-„მე არ მომწონს ქურდობა და ვგმობ ამ საქციელს ყველა ასაკში, მაგრამ ბიჭმა ბოდიში მოიხადა და თან რაც ჰქონდა, ბოლო ფული დატოვა, მეც ადრეულ ასაკში დავკარგე დედა და ვიცი ეს რა ძნელია."

 

ქალის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს სოციალური ასელის მომხმარებლებმაც, სწორედ ამიტომ მერიმ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:

 

-„მე 5 წლის ვიყავი დედა რომ გარდაიცვალა, 6 წლისას კი უკვე მამაც აღარ მყავდა. ახლა მე თავად ვარ დედა, მყავს 5 შვილი და თუ ვიპოვი ჯეიკს, ნამდვილად გავაკეტებ იმას, რასაც შევპირდი-ფულსაც დავუბრუნებ და საკიდსაც ვაჩუქებ. შეშფოთებული ვარ, რომ ხალხი მხოლოდ ცუდს ხედავს. დიახ, ვაცნობიერებ, რომ ბავშვებმა იქურდეს, მაგრამ ჯეიკმა ყველაფერი სწორად გააკეთა. მე მასწავლეს, რომ პატიების ადგილი გულში ყოველთვის უნდა გქონდეს და ამას ვაკეთებ მეც".


წყარო: http://foxnews.ge

 

 

 

big_banner
არქივი