logo_geo
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა
- +

8 დეკემბერი. 2020. 22:10

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო აპარატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული.

ჯადაცვის უწყების ცნობით, კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს.

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სოფლის ექიმებთან და მედპერსონალთან.

 

მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.

 

 

big_banner
არქივი