logo_geo
ვინ არის ჩვილის ცემისთვის დაკავებული ძიძა, რას წერდა ის დასაქმების საიტზე და რას აცხადებს ადვოკატი
- +

15 ნოემბერი. 2016. 18:54


პროფესიით ვარ მოცეკვავე, მაგრამ ქმრის დაკარგვის შემდეგ და აგრეთვე, ჩემი ოჯახური პირობების გამო მომიწია ძიძად მუშაობა და ისე მოხდა, რომ ძიძობა ჩემს მეორე პროფესიად იქცა. მეტი რა გითხრათ? დანარჩენს, როცა შევხვდებით, მერე გიამბობთ", - ეს განცხადება 10 თვის ჩვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ ელენე სიმონიშვილს ეკუთვნის.



აღნიშნული განცხადება სხვა მონაცემებთან ერთად მან დასაქმების ერთ-ერთ საიტზე მიმდინარე წლის 19 ივლისს განათავსა.



ელენე სიმონიშვილის მიერ განთავსებული მონაცემებით ირკვევა, რომ მას ძიძად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს.



როგორც „კვირასთან" დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ბალერინა იყო.


აღსანიშნავია, რომ ელენე სიმონიშვილის მიერ დასაქმების გრაფაში მითითებულ ერთ-ერთ ველში - „სხვა უნარები" - ცეკვა აქვს მითითებული.



ადვოკატის თქმით, ელენე სიმონიშვილისთვის ცნობილი არ იყო, რომ სახლში, სადაც 10 თვის ჩვილ გოგონას უვლიდა, სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული.



ფაქტს ადგილი მართლაც ჰქონდა, ამის გამო ქალბატონი სინანულს გამოთქვამს, თავის მართლების რეჟიმზე არ გადასულა. წარსულში ნასამართლევი არ არის. როგორც ვიცი, ადრე მოცეკვავე -ბალერინა იყო. ერთი საგულისხმო ფაქტია - მან არ იცოდა, რომ სახლში, სადაც ბავშვს უვლიდა, კამერა იყო დამონტაჟებული, მაშინ როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში არი მუხლები, სადაც ნათქვამია, რომ სადაც ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, იმ სივრცეში მყოფისთვის ეს ცნობილი უნდა იყოს, ან აბრა უნდა იყოს გაკეთებული, რაც არ ყოფილა ამ შემთხვევაში",- განუცხადა „კვირას"ადვოკატმა ქართლოს ვაშაკიძემ.



შეგახსნებთ, რომ 1956 წელს დაბადებული ელენე სიმონიშვილი 10 თვის გოგონას ცემის ბრალდებით დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.



საქალაქო სასამართლომ ელენე სიმონიშვილს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი