logo_geo
ბაღდათში ავარიას არასრულწლოვანი და მისი მშობლები ემსხვერპლნენ
- +

17 დეკემბერი. 2020. 12:38

 

 

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

 

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი