logo_geo
რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

7 აპრილი. 2017. 15:09


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი რამდენიმე საუღელტეხილო მონაკევთზე დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ყველა სახის ავტპტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.


ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ125 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ154-კმ188 (უღვირი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ამავე გზის  კმ1-კმ154 (ზუგდიდი-უღვირი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




 

big_banner
არქივი