logo_geo
დღეს მაღალია გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების ალბათობა - ცაგარელის დღის რჩევები
- +

27 დეკემბერი. 2020. 10:58

 

 

როგორი იქნება 27 დეკემბერი, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ და რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელი დღის შესახებ.

 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს:

 

ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან კამათს, რადგან არაა გამორიცხული წვრილმანმა უთანხმოებამ სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს.

 

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის შესაძენად და მიღებული ინფორმაციის გასაანალიზებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

 

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით და ხილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს. პოზიტიური დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

 

დღის ფერები და მინერალები – ტოპაზი, ქარვა, ნეფრიტი, აქვამარინი და გეაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

 

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი