logo_geo
„მარტო სახლში“ 30 წლისაა - ნახეთ როგორ გამოიყურება ცნობილი საშობაო ფილმის გმირი
- +

27 დეკემბერი. 2020. 12:28

 

 

1990 წელს, აშშ-ში საშობაო კომედია „მარტო სახლში“ (Home Alone) გამოვიდა. ალბათ ფილმის რეჟისორი და მსახიობები მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ „მარტო სახლში“ ასეთი წარმატებული იქნებოდა და 30 წლის გასვლის შემდეგაც ყველა თაობის საყვარელი საშობაო ფილმი გახდებოდა.

 

ფილმის მთავარი გმირი, მაკოლეი კალკინი (კევინი) როლის შესრულების შემდეგ მაკოლეი კალკინმა არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა ყოველი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. პატარა ვარსკვლავის სამსახიობო კარიერა თანდათან მივიწყებას მიეცა. თინეიჯერობის დროს ის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას იღებდა. სოციალურ ქსელში მისი გარეგნობის რადიკალური ცვლილების ფოტოები არაერთხელ გავრცელდა.

 

 

 

მაკოლეი ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები პატრიცია ბრენტრაპი და კიტ კალკინი არიან. მსახიობს ოთხი ძმა და ორი და ჰყავს. უფროსი და 2004 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ვარსკვლავის ოჯახი ისტ-საიდში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობდა. მსახიობის მამა სასულიერო პირი იყო, დედა კი უბრალო ტელეფონის ოპერატორი. ბავშვები რელიგიურ გარემოში იზრდებოდნენ. მათ ასწავლიდნენ, რომ ცხოვრებაში ფული მთავარი ფასეულობა არაა.

 

 

 

 

მაკოლეის დებიუტი 5 წლის ასაკში შედგა. ნიჭიერი ბიჭუნა მაშინვე შენიშნეს პროდიუსერებმა და სარეკლამო რგოლში გადაღება შესთავაზეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი