logo_geo
რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში დაბრუნებაზე? - ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები
- +

27 დეკემბერი. 2020. 18:12

 

 

დღეს, 27 დეკემბერს ქართული ჟურნალისტიკის სახე ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა.

 

გადაცემა „ნანუკას შოუს“ არქივში ჯულიეტასა და მისი ოჯახის ერთობლივი უნიკალური კადრები მოიპოვება, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი შოუს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

 

ჯულიეტა ვაშაყმაძე საუბრობს შვილებთან ურთიერთობაზე, თავის პირველ ნაბიჯებზე ტელევიზიაში, ასევე ტელევიზიიდან წასვლის რთულ პერიოდზე.

 

„მე და ჩემი მეუღლე ხშირად მივდიოდით ტელევიზიაში, ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ვბრუნდებოდით უკან, ბავშვებს მივხედავდით და ისევ ვბრუნდებოდით და ეს დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ხდებოდა ხოლმე. მგონია, რომ მისმენს გიორგი და ყოველი მათგანი სხვათაშორის, ვერ დავემდურები“ - ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე.

 

ჯულიეტა ვაშაყმაძემ ისაუბრა ტელევიზიის დატოვების შესახებაც და თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ტელევიზიიდან ერთად გამოუშვეს.

 

„დიდი უსამართლობა იყო, მე იმ ცხრა წელიწადს ვეღარავინ ვერ დამიბრუნებს, იურიდიულ უსამართლობას ვგულისხმობ სხვათაშორის, ამას უკვე მოჰყვება მორალურიც, შემოქმედებითიც, მატერიალური...ხომ წარმოგიდგენიათ რა განცდაა ეს?!“ - ამბობდა ტელეწამყვანი.

 

კითხვაზე - რომ შესთავაზონ, დაბრუნდება თუ არა ტელევიზიაში, ჯულიეტამ ასე უპასუხა - „სხვათაშორის, ეს ჩემთვის უცხო არ იქნება და მაქვს კიდევაც არაერთი გადაცემა ჩაფიქრებული.“

 

 

 

 

 

big_banner
არქივი