logo_geo
თბილისში ბინების ფასი შემცირდა
- +

30 დეკემბერი. 2020. 16:35

 

 

საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტო „ქოლიერს ინთერნეიშენალის“კვლევის მხედვით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი უძრავი ქონების ბაზარსაც შეეხო. მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თბილისში ბინების ფასი 5%-ით შემცირდა.

 

კველვაში აგრეთვე ასახულია, რომ ფასთან ერთად შემცირდა უძღავი ქონების ბაზარიც. ამ ეტაპზე ძველ აშენებულ ბინებთან შედარებით, მოთხოვნა გაიზარდა ახალ აშენებულ კორპუსებზე.ამასთან კვლევაში აღნშნულია რომ ახალ აშენებულ კორპუსებში კვადრატულ მეტრზე ფასი 3%-ით გაიაფდა.

 

2020 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში, ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა 22%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 753 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 

ხოლო, ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 309 მილიონი აშშ დოლარი იყო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი