logo_geo
როგორი იქნება 2021 ხარის მმართველობის წელი
- +

31 დეკემბერი. 2020. 22:56

 

 

2021 წელი ხარის მმართველობის წელი იქნება. ექსპერტებმა წინასწარი პროგნოზი უკვე გააკეთეს იმის შესახებ თუ რას უნდა ველოდეთ ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში.

 

ხარის წელში ენერგეტიკისა და ცხოვრებისეული ტონუსის ამაღლება მოგვიწევს. ეს ძალიან ენერგო-ხარჯიანი პერიოდი იქნება როდესაც ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება, შესაბამისად აღარ მოიწყენთ.

 

2021 წლის მახასიათებლები

 

აღმოსავლურ ჰოროსკოპში მნიშვნელოვანია თუ რომელს სტიქიაში ხვდება წელი. 2021 წელს ხარი თეთრი ფერის იქნება, შესაბამისად წელიწადს მეტალის ენერგეტიკას ექნება.

 

ხარი – წინსვლის და სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების სიმბოლოა. მეტალი სულის სიმტკიცეს, ხელშეუხებლობის და გამძლეობის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს სხვადასხვა  სიტუაციების წინაშე აღმოჩნდებით, რომლებშიც ნებისყოფის და გამარჯვების სურვილის დემონსტრირება მოგიწევთ.

 

ყველაზე წარმატებული ადამიანები იქნებიან ისინი, ვისაც ურყევი და ამბიციური ხასიათი აქვთ, ადამიანები რომლებიც მედგრად მიიწევენ წინ და გზაზე ყველა წინაღობას ანადგურებენ. ამასთანავე სასურველია გარშემომყოფთა დახმარება არ გამოიყენოთ და მეტად გამოავლინოთ დამოუკიდებლობა. ეს ეხება არა მხოლოდ კარიერასა და ფინანსებს, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს.

 

სამსახური, ფინანსები და საქმეები აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

 

მეტალის ხარი – იდეალური დროა იდეების განვითარებისთვის, ბიზნესის გახსნისთვის, ახალი სამსახურის ძებნისთვის. სანამ წინსვლას დაიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულება განსაზღვროთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბევრ დროსა და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. სწორედ ამიტომ ექსპერტები ყველა ადამიანს გვირჩევენ ჯერ მიზნები დავსახოთ და შემდეგ დავგეგმოთ საქმეები.

 

თუ გარისკავთ და რამდენიმე საქმეს ერთად შეუდგებით შეიძლება არასწორ გზას დაადგეთ. 2021 წელს სწრაფად მაგრამ, გათვლებით უნდა იმოქმედოთ.

 

2021 წელი იდეალური პერიოდია ძვირადღირებული საყიდლებისთვის. შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ყველაფერი, რაც გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ველოსიპედი ან მანქანა, დახარჯეთ ფული მოგზაურობასა და შვებულებებში. სასარგებლო იქნება ფულის ახალ გამოცდილებებსა და ემოციებში დაბანდება.

 

ეს წელი შეიძლება სრულიად კონკურენტული აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი მოისურვებს სხვებზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი და აჯობოს ყველას. მიზანი არა წარმატების მიღწევა, არამედ სხვებისთვის ჯობნა იქნება, ეს კი საკმაოდ არამომგებიანი პოზიცია იქნება მომავალ წელს და ნეგატიურად აისახება თქვენს პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე.

 

ურთიერთობები 2021 წელს

 

2021 წელი სიყვარულისთვისაც აქტუალური წელი იქნება. თუ ვინმე მოგეწონებათ, აჯობებს პირდაპირ განაცხადოს თქვენი სიმპათიებისა და სურვილების შესახებ. მომავალს წელს თამაშები და თავის მოჩვენება საკმაოდ ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. ხარის წელში კარგია ხელის თხოვნა. ოჯახურ ცხოვრებაში, მეგობრებთან და ახლობლებთან კი ყველაზე მთავარი ტყუილისა და ფარისევლობისგან თავის შეკავება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წყენასა და ნეგატივს გადაეყაროთ.

 

თუ ხარის წელში რომელიმე ადამიანთან ურთიერთობისას ნეგატივს იგრძნობთ, აჯობებს დიდხანს არ გაწელოთ და სწრაფად დაამთავროთ მსგავსი ტიპის ურთიერთობები. მომავალს წელს ადამიანები უფრო ნაკლებად დაიწყებენ ტყუილებს და სიმართლის დაფარვას, თავს უფლებას მისცემენ უფრო თამამად გამოაჩინონ ემოციები და მეტად ფეთქებადი გახდებიან.

 

განწყობა და ჯანმრთელობა აღმოსავლური კალენდრით

 

ამ კუთხით ყველაფერი მარტივად იქნება, საჭიროა საკუთარ სურვილებს მიჰყვეთ, მაგრამ ეს იმპულსებზე ბრმად მიყოლად არ გადააქციოთ. აუცილებელია ენერგიის და დროის სიფრთხილით ხარჯვა, პრიორიტეტების სწორად განაწილება.

 

თუ ძალიან ბევრს იმუშავებთ და ძალიან დაიღლებით, შეიძლება იღბალი დაკარგოთ. ხარის წელში ძალების სწრაფი შემოდინება ხდება, თუმცა თუ ამას სწორად არ გამოიყენებთ გადინებაც ასევე სწრაფად შეიძლება მოხდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ დასვენება.

 

 

big_banner
არქივი