logo_geo
ბესარიონ სიმონიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
- +

31 დეკემბერი. 2020. 21:17

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

მისი თქმით, 2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ათასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა.

 

„მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2021 წელი ყოველი თქვენგანისთვის,თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!

 

2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ათასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

 

ვიცით, რომ კვლავაც არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

 

გილოცავთ კიდევ ერთხელ, კეთილდღეობასა და წარმატებას გისურვებთ!“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი