logo_geo
ირმა ხეცურიანი: მომწონს ქუჩებში საახალწლო განწყობა
- +

4 იანვარი. 2021. 00:00

 

 

წინასაახალწლო სამზადისზე წარმატებული პარასპორტსმენი, მსოფლიო თასის გამარჯვებული ირმა ხეცურიანი გვესაბურა.

 

 

ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი განსაკუთრებული როა ჩემთვის, გამომდინარე იქიდან რომ მზე და სითბო ძალიან მიყვარს.

 

 

თუმცა, სახლის მორთვა, ნაძვის ხის გაწყობა, თუ  საახალწლო სუფრა, მაინც მახარებს და სხვა განცდით ვხვდები. თოვლიც თუ დაერთო ამ ყველაფერს, მითუმეტეს...  მომწონს ქუჩებში საახალწლო განწყობა, როცა იგრძნობა ახალი ფერები ახალ წელთან ერთად. ვცდილობ ყოველ წელს სხვადასხვა  ნივთებით შევხვდე და სხვადასხვა ადგილზე. ამ პერიოდში დიდი დილემის წინაშე ვდგებით ხოლმე  სამეგობრო; ყოველთვის სამი თვით ადრე ვგეგმავთ ამ დღის ერთად გატარებას. ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ არა. გააჩნია როგორი ენთუზიაზმით ვართ“, - ამბობს ხეცურიანი.

 

 

big_banner
არქივი