logo_geo
რა გელით 4 იანვარს
- +

4 იანვარი. 2021. 02:38

 

 

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

♈ვერძი

ამ დღეს იღბალი შემოქმედებითი პროფესიის, სტუდენტ და მასწავლებელ ვერძებს გაუღიმებს. კარგი პერიოდია საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სავარაუდოდ, შემოთავაზებას მიიღებთ, რომელიც გიბიძგებთ, საქმიანობის სფერო შეცვალოთ. ინტუიციის იმედად ნუ იქნებით და საკუთარი იდეები საღი აზრით და მეგობრებთან კონსულტაციებით შეამოწმეთ.

 

♉კურო

ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა და სიყვარული თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს. ოჯახის ნდობა მნიშვნელოვან საკითხებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ შეეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას. ცხოვრება თავად გიკარნახებთ სწორ გამოსავალს.

 

♊ტყუპები

შემოქმედებითი ფანტაზია და ბობოქარი ენერგია გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას ან საქმიანობის სფეროს შეცვლას გაიძულებთ. ფრთხილად იყავით - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. გირჩევთ, საკუთარი იდეები ლოგიკით შეამოწმოთ და მეგობრებს რჩევა ჰკითხოთ. ეს დღე ინტიმური ურთიერთობებისთვის არახელსაყრელია. ეცადეთ, დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგებზე იფიქროთ.

 

♋კირჩხიბი

ამ დღეს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი არ გეთანხმებათ, კარი არ უნდა მიუჯახუნოთ, რადგან ამან შეიძლება თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს. სახლში მოსალოდნელია კამათი, რადგან ურთიერთგაგება საერთოდ არ არსებობს. ნუ იდარდებთთ, საქმე არც ისე ცუდათაა, როგორც ფიქრობთ.

 

♌ლომი

შესანიშნავი დროა დასრულებული საქმეების ანალიზისა და ახალი საქმეების დაწყებისთვის. სიცოცხლისუნარიანობა და პირადი თვისებები ახალი ნაცნობების შეძენასა და ახალი მოკავშირეების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ემოციებით მოქმედებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ აზრს ნუ ენდობით. კონსულტაცია მეგობრებთან გაიარეთ.

 

♍ქალწული

ამ დღეს მოსალოდნელია წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, მხიარულება და ოპტიმიზმი. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს საუკეთესო პერიოდი დაუდგათ. სავარაუდოდ, გრძელვადიანი გეგმების შეიმუშავება მოგიწევთ. საქმიანობის სფეროს შეცვლაც მოსალოდნელია.

 

♎სასწორი

აქტიური დღეა, რომელსაც ცდუნება ახლავს. ბედი გამოცდას მოგიწყობთ. ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაართულოს.

 

♏მორიელი

ხელსაყრელი დღეა, რომელსაც შესანიშნავი განწყობა და ენერგიის მოჭარბება მოაქვს. თავდაჯერებული ხართ და მომავალს იმედით შეჰყურებთ. ეცადეთ, მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქროთ, რადგან ამ დღის მოვლენები, ფაქტობრივად, მომავალს აყალიბებს.

 

♐მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მშვილდოსანი ქალებისთვის - თქვენ ყველა მხრიდან ყურადღებას გრძნობთ და კომპლიმენტებს ისმენთ. ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით, მაგრამ სიმართლე და პირდაპირობა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ მამაკაცს, შიშველ სიმართლეს, პირფერობა ურჩევნია. მშვილდოსან მამაკაცებს ჯილდო, საჩუქარი ან მოგება ელით. შესაძლოა, ცვლილებების სიყვარულსა და თანამგზავრის წინაშე მოვალეობას შორის წინააღმდეგობამ შინაგანი კონფლიქტი გამოიწვიოს. ეცადეთ, მოთმინება გამოიიჩინოთ.

 

♑თხის რქა

მოსალოდნელია წარუმატებლობა პროფესიულ საქმიანობაში, დეპრესია და პესიმიზმი. შესაძლებელია, საქმიანობის სფეროს შეცვლაზე ფიქრი დაიწყოთ. იმპულსურ სურვილებს და გადაწყვეტილებებს ნუ ენდობით. ეცადეთ, საკუთარი იდეები ლოგიკით შეამოწმოთ ან კონსულტაციები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაიაროთ.

 

♒მერწყული

ხელსაყრელი დღეა ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, ვითარება ცივი გონებით გააანალიზოთ და პოზიცია გაიმყაროთ. არ არის გამორიცხული, რომ პროფესიული თვალსაზრისით, ეს დღე გავლენას მთელ მომდევნო წელზე მოახდენს - შრომისმოყვარეობა ღირსეულად დაფასდება, ხოლო შეცდომები ძვირი დაგიჯდებათ. გლობალური პრობლემების მოგვარებაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით.

 

♓თევზი

მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა, თუმცა საღამოს საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო დარჩებით, რადგან სასურველსა და რეალურს შორის შეუსაბამობას ხედავთ. ახალგაზრდა თევზებს ვურჩევთ, ეგოისტ და მომაბეზრებელ ადამიანებს ერიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მათზე დამოკიდებული გახდეთ.

 

 

big_banner
არქივი