logo_geo
რელიგიის საკითხთა სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
- +

4 იანვარი. 2021. 12:40

 

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

„პატრიარქი გამოჩენილი რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 

ილია მეორეს დღეს 88 წელი შეუსრულდა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/180047/religiis-sakitkhta-saagento-patriarqs-dabadebis-dges-ulotsavs

 

 

big_banner
არქივი