logo_geo
ილია მეორეს იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ
- +

4 იანვარი. 2021. 20:54

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88 -ე წლის იუბილესთან დაკავშირებით 2020 წლის 3 იანვარს საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქმა ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის. პატრიარქს იუბილე მიულოცეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმს დანიელმა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი