logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 იანვარი. 2021. 23:01

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ექვს კოვიდცენტრში 216 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

ჯამში, პანდემიის პერიოდში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 182 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 129 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 7 027 ინფიცირებული.

 

 

big_banner
არქივი