logo_geo
თამარ გაბუნია: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე რამდენიმე კვირაა, საეკლესიო მსახურებაში მყოფ ყველა პირს ტესტირებას სთავაზობს
- +

5 იანვარი. 2021. 12:48

 

 

შერბილებული შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით, იქნება 6 იანვრის ღამეს. შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, ასევე სტუმრიანობა. ეს ყველაფერი არის რისკის მატარებელი. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ისევ მოვუწოდოთ მოსახლეობას. პირადი დაცვის საშუალებებს ნუ დავივიწყებთ, სტუმრიანობასაც მოვერიდოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

თამარ გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე რამდენიმე კვირაა, საეკლესიო მსახურებაში მყოფ ყველა პირს ტესტირებას სთავაზობს.

 

„რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო, საეკლესიო მსახურთა ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ რაიმე სავარაუდო შემთხვევაა რელიგიურ პირებში, ან საეჭვო შემთხვევაა ინფექციის, მოხდეს დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა ამ კონკრეტულ დღეს არ მიიღოს. ეს ის პრევენციული ზომაა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ტარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი