logo_geo
პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევის შესწავლა ხდება
- +

5 იანვარი. 2021. 13:16

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევის შესწავლა ხდება.

 

„ვსწავლობთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას, მოძიებულია ამ პაციენტების გენეტიკური მასალა. შესწავლილი უნდა იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ რეინფიცირება გამოვლინდეს. ეს ადვილი საქმე არაა, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც დამყარებული უნდა იყოს ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე. გადარჩეულია დაახლოებით 10-მდე შემთხვევა”,- განაცხადა იმნაძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი