logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა ორი ადამიანი
- +

6 იანვარი. 2021. 00:30

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 141 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ორი 2 კოვიდ-ინფიცირებული პირი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის, ექვს კოვიდცენტრში 205 პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 323 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 131 პაციენტი გარდაიცვალა, 7 187ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

 

big_banner
არქივი